საჯარო ლექცია - "ახალი მსოფლიო წესრიგი: აშშ-ს ეროვნული ინტერესები და ნატოს გაფართოების პერსპექტივები"

4 აპრილი 2025

4 აპრილს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ირაკლი წერეთლის სახელობის ნატოს კვლევითი ცენტრი, გიწვევთ საჯარო ლექციაზე "ახალი მსოფლიო წესრიგი: აშშ-ს ეროვნული ინტერესები და ნატოს გაფართოების პერსპექტივები". 

 

ლექციას გაუძღვება გივი ამირანაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი (ლიეჟის უნივერსიტეტი). ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.