სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია ენა, კულტურა, საზოგადოება

14 აპრილი 2026

კავკასიის უნივერსიტეტი იწვევს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

 

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კვლევითი უნარების განვითარება და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის დაცვისთვის საფუძვლიანი მომზადება, ეს კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა, ჩამოყალიბდეთ წარმატებულ ახალგაზრდა მკვლევრებად!

 

კონფერენციის მიზანი:

 

  • სტუდენტების წახალისება და ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში;
  • დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • სამეცნიერო მოხსენების მომზადებისა და საჯაროდ წარდგენის პრაქტიკის შეძენა.

 

საკონფერენციო თემატიკა:

 

  • კავკასიოლოგია
  • ენათმეცნიერება/ურბანული ენა/პროფესიული ენა
  • ლიტერატურათმცოდნეობა/მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში
  • ფოლკლორისტიკა/ეთნოლოგია/კულტუროლოგია
  • ისტორიოგრაფია
  • ხელოვნებათმცოდნეობა
  • ევროპისმცოდნეობა
  • ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები
  • კულტურათაშორისი კომუნიკაციები
  • ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

 

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2026
  • შეტყობინება შერჩევის შესახებ: 28 მარტი, 2026
  • ნაშრომის საბოლოო ვერსიის გამოგზავნის ვადა: 10 აპრილი
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 14 აპრილი, 2026

 

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები:

 

  1. ავტორი/ავტორები: მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 ავტორისა).
  2. ხელმძღვანელი: სტუდენტური ნაშრომის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა შეირჩეს სამეცნიერო ხელმძღვანელი (კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ან მოწვეული აკადემიური პერსონალი).
  3. თეზისების შერჩევა: დარგის ექსპერტები, ფარული რეცენზირების საფუძველზე, კონკურსის წესით, შეარჩევენ 10 საუკეთესო მოხსენება.
  4. აკადემიური კეთილსინდისიერება: ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე. ყველა წყარო დამოწმებული უნდა იყოს APA-ს სტილით.
  5. უკუკავშირი: ყველა აპლიკანტი მიიღებს არგუმენტირებულ უკუკავშირს საორგანიზაციო კომიტეტისგან.

 

ტექნიკური მოთხოვნები და გაგზავნის წესი

 

თეზისის მოცულობა: 150-200 სიტყვა (ქართულ ენაზე)

ელფოსტის მისამართი: research@cu.edu.ge

   

დაფორმატების წესი:

 

  • შრიფტი: Sylfaen
  • ზომა: 11 (ძირითადი ტექსტი), 12 (სათაურები/Bold)
  • სტრიქონებს შორის დაშორება:5
  • არეები (Margins): Normal

 

საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტი

 

კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე

 

კომიტეტის წევრები:

 

  • დავით ნატროშვილი
  • დავით წიკლაური
  • ნინო ხვრეული
  • ქეთევან გრძელიძე
  • გურანდა ჭელიძე
  • დავით თინიკაშვილი
  • ეკა ჩიკვაიძე
  • ჭაბუკი ქირია
  • ეთერ ინწკირველი
  • ქეთევან ინწკირველი
  • თათია ჩოკორაია
  • ხათუნა ჭანიშვილი

 

ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი, მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია.