კავკასიის უნივერსიტეტი იწვევს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია კვლევითი უნარების განვითარება და საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომის დაცვისთვის საფუძვლიანი მომზადება, ეს კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობაა, ჩამოყალიბდეთ წარმატებულ ახალგაზრდა მკვლევრებად!
კონფერენციის მიზანი:
- სტუდენტების წახალისება და ჩართვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში;
- დამოუკიდებელი კვლევის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- სამეცნიერო მოხსენების მომზადებისა და საჯაროდ წარდგენის პრაქტიკის შეძენა.
საკონფერენციო თემატიკა:
- კავკასიოლოგია
- ენათმეცნიერება/ურბანული ენა/პროფესიული ენა
- ლიტერატურათმცოდნეობა/მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში
- ფოლკლორისტიკა/ეთნოლოგია/კულტუროლოგია
- ისტორიოგრაფია
- ხელოვნებათმცოდნეობა
- ევროპისმცოდნეობა
- ტექსტის ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტები
- კულტურათაშორისი კომუნიკაციები
- ენა და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი
მნიშვნელოვანი თარიღები:
- თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2026
- შეტყობინება შერჩევის შესახებ: 28 მარტი, 2026
- ნაშრომის საბოლოო ვერსიის გამოგზავნის ვადა: 10 აპრილი
- კონფერენციის ჩატარების თარიღი: 14 აპრილი, 2026
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და შერჩევის კრიტერიუმები:
- ავტორი/ავტორები: მიიღება როგორც ინდივიდუალური, ისე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 ავტორისა).
- ხელმძღვანელი: სტუდენტური ნაშრომის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა შეირჩეს სამეცნიერო ხელმძღვანელი (კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ან მოწვეული აკადემიური პერსონალი).
- თეზისების შერჩევა: დარგის ექსპერტები, ფარული რეცენზირების საფუძველზე, კონკურსის წესით, შეარჩევენ 10 საუკეთესო მოხსენებას.
- აკადემიური კეთილსინდისიერება: ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე. ყველა წყარო დამოწმებული უნდა იყოს APA-ს სტილით.
- უკუკავშირი: ყველა აპლიკანტი მიიღებს არგუმენტირებულ უკუკავშირს საორგანიზაციო კომიტეტისგან.
ტექნიკური მოთხოვნები და გაგზავნის წესი
თეზისის მოცულობა: 150-200 სიტყვა (ქართულ ენაზე)
ელფოსტის მისამართი: research@cu.edu.ge
დაფორმატების წესი:
- შრიფტი: Sylfaen
- ზომა: 11 (ძირითადი ტექსტი), 12 (სათაურები/Bold)
- სტრიქონებს შორის დაშორება:5
- არეები (Margins): Normal
საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტი
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე
კომიტეტის წევრები:
- დავით ნატროშვილი
- დავით წიკლაური
- ნინო ხვრეული
- ქეთევან გრძელიძე
- გურანდა ჭელიძე
- დავით თინიკაშვილი
- ეკა ჩიკვაიძე
- ჭაბუკი ქირია
- ეთერ ინწკირველი
- ქეთევან ინწკირველი
- თათია ჩოკორაია
- ხათუნა ჭანიშვილი
ადგილმდებარეობა: კავკასიის უნივერსიტეტი, მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია.
