საუბრები ლიბრარეაში - “იუმორი და სოციუმი“

27 თებერვალი 2023

27 თებერვალს,  17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ ჟურნალისტ მიშა მშვილდაძის და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართება.

 

შეხვედრის თემა: “იუმორი და სოციუმი“

 

ღონისძიებაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა:

 

  • რა არის იუმორის დანიშნულება? იუმორის აუცილებლობა;
  • როგორ იქმნება იუმორისტული ტექსტები/გადაცემები;
  • იუმორისა და სოციუმის ურთიერთობა;
  • ქართული იუმორი - უნიკალური შტრიხი;
  • იუმორი - სოციუმის მასულდგმულებელი ძალა;
  • სახეცვლილი იუმორის ბედი.

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე