31 მაისს, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ახმეტისა და თელავის ტექნოპარკებში, თემაზე-როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან.
- ახმეტის ტექნოპარკი - 14:00 საათი
- თელავის ტექნოპარკი-17:00 საათი
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და თემით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
შეხვედრაზე განხილული იქნება ოთხი ძირითად საკითხი:
- იდეა
- პროდუქტი
- გუნდი
- შესრულება
სპიკერები იქნებიან: გიორგი ბურდული - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და ირაკლი სვანიძე - ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის პროექტის ფარგლებში.