ტრენინგი „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“

22 მაისი 2021

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის "ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა - PEU-C-E-ს" ფარგლებში, 14, 15 და 16 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი სახელწოდებით „კიბერ ჰიგიენა - როგორ დავიცვათ თავი და მონაცემები კიბერ სივრცეში“

 

ტრენინგის მომხსენებლები კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი იაშვილი.

 

ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 საათი და 15 წუთი.

 

ღონისძიების ფარგლებში ტრენერები ისაუბრებენ ინტერნეტზე, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოპოვების მთავარ წყაროზე, მასში არსებულიშესაძლო საფრთხეების არსებობასა და მათი თავიდან აცილების საჭიროებაზე. ამასთანავე, განიხილავენ მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვის, ე.წ. ფიშინგსადა მავნე პროგრამებს. ტრენინგის ფარგლებში ასევე იქნება განხილული უსაფრთხო პაროლები მომხმარებლებისთვის, ანტივირუსული პროგრამები და მათთან მუშაობის პრინციპები.

 

PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ჟან მონეს პროექტია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით.  

 

ტრენინგზე დასწრება უფასოა, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატები.

 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე 12 ივნისამდე.

 

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.