19 თებერვალს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია ჩაატარებს ვებინარს თემაზე: „კვლევის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება“.
ვებინარი დაეთმობა სტუდენტებისა და ლექტორებისათვის საინტერესო შემდეგ საკითხებს: რა არის კვლევის ეთიკა და რამდენად მნიშვნელოვანია ის; ახალი საერთაშორისო პროექტი კვლევის ეთიკის შესახებ, რომლის მონაწილეცაა კავკასიის უნივერსიტეტი. ასევე პროექტის დაგეგმილი აქტივობები და შედეგები.
ღონისძიება განხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია, გთხოვთ, გაიაროთ ბმულზე.
ვებინარის ბმული.