WISEC Academy - პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია

22 მაისი 2024

ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, შექმნილ WISEC Academy-ის სასწავლო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის გამოცდილების საფუძველზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ქალთა გაძლიერება. პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდება 22 მაისს, 18:00 საათზე (ონლაინ).

 

პროექტის შესახებ:

 

პროექტის უპირველესი მიზანია, მეტი სრულყოფილების შეტანა ქალთა IT განათლებაში, განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის სფეროებში, ქალთა განათლების ხარისხის გაზრდა საქართველოში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით და კომუნიკაციის გამყარება  აკადემიასა და საზოგადოებას შორის. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ქალების მიერ მონაცემთა დაცვის საკითხების გაგებას უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში.


ღონისძიება სამ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმება პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი; მთავარი მკვლევარი.

 

შეხვედრის მეორე ეტაპზე მოწვეული სპიკერები წარადგენენ შემდეგ თემატურ პრეზენტაციებს:

 

  • Computer Networks and Linux Essentials – Module Presentation
  • Principles of cyber security – Module Presentation
  • European Data Protection Regulation – Module Presentation
  • Ethical hacking – Module Presentation

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, რომ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ სპიკერებისგან.


ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ  ბმულზე.