15 მარტს, 12:00 საათზე, CU-ის საკონფერენციო დარბაზში ბიზნეს ვორკშოპი ჩატარდება აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი. სურთ აღმოაჩინონ ბიზნესის სამყარო რეალური პრაქტიკული მაგალითებით, გაეცნონ უახლეს ტენდენციებს და გაიღრმაონ ცოდნა.
ვორკშოპს წარუძღვებიან კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა და სკოლის პროფესორები.
ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, რომ 13 მარტის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.