ზურაბ ტყეშელაშვილის ვორკშოპი ორთოპედიაზე

2 ოქტომბერი 2024

2 ოქტომბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის, საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდება ვორკშოპი ორთოპედიაზე, რომელსაც გაუძღვება ორთოპედ-ტრავმატოლოგი ზურაბ ტყეშელაშვილი.

 

ვორკშოპის მიზანია მედიცინის სტუდენტებს დაეხმაროს განავითარონ მათი ქირურგიული უნარები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ცოდნის გასაუმჯობესებლად, კითხვების დასმის, რეალურ ცხოვრებაში ქირურგიული პროცედურებისა და ნაკერების ტექნიკის შესასწავლად.

 

ვორკშოპი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

 

ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.