პროექტის შესახებ

        

                                                                   

 

დაფინანსებულია საქართველოში

აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში

 

 

წიგნის სახელწოდება: ადამიანები და რეალობა: სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება ექსპერიმენტების საშუალებით;

ავტორი: გიფ კონსტებლი;

გამომცემელი: გიფ კონსტებლი;

წელი: 2018.

 

გიფ კონსტებლის „ადამიანები და რეალობა“ აუცილებელი რესურსია მეწარმეების, ბიზნესის ადმინისტრატორების, მენეჯერების, ეკონომისტებისა და განსაკუთრებით მათთვის ვინც დაინტერესებულია პროდუქტის/სერვისის განვითარებითა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებით. წიგნში სიღრმისეულადაა განხილული  მომხმარებლის საჭიროებებისა და შესაბამისი პროდუქტის/სერვისის მიწოდების ჩარჩო, ასევე მოცემულია სტარტაპ იდეის ვალიდაციის ეტაპები მასში ფინანსური რესურსის ჩადებამდე და პოტენციური მომხმარებლების მოძიებისა და მომხმარებელთან სტრატეგიული კომუნიკაციის პრინციპები.

 

კონსტებლის სახელმძღვანელო ნიშანდობლივია მეწარმეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც, ხაზს უსვამს რა მომხმარებლის გამოხმაურების ფუნდამენტურ როლს პროდუქტის განვითარებისა და მისი ბრენდად ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნული მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დინამიურ სფეროებში, რომლებშიც მომხმარებლის მოთხოვნებს განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს სერვისის დიზაინსა და მიწოდებაზე. წიგნში გადმოცემული მეთოდოლოგიები და პრაქტიკული რჩევები ხელს შეუწყობს მეწარმეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს მიიღონ მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებები, გაზარდონ ინოვაციური პროექტების წარმატებისა და კმაყოფილების კოეფიციენტი და  მოერგონ ბაზრის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „ადამიანები და რელობაში“ გადმოცემული მიდგომები შეიძლება შთაგონება გახდეს საგანმანათლებლო და მმართველობით სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის განავითარონ ინტერაქტიული სასწავლო მეთოდები და მოერგონ დინამიურ გარემოს, რაც თავის მხრივ პროდუქტის გამოყენებადობისა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებს გააუმჯობესებს.

 

ჯეფ კონსტაბლის ადამიანები და რელობა წარმოადგენს ეფექტური, სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალებით ბრენდის ჩამოყალიბების წინაპირობას და  მნიშვნელოვან რესურს მომხმარებლის და კომპანიის/სერვისის მედიაციისთვის. წიგნში აღნიშნული პრინციპები გააძლიერებს ბიზნესისა და მენეჯმენტის სექტორის სფეროების პასუხისმგებლიან დამოკიდებულებასა და მის გლობალურ ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას.