კავკასიის უნივერსიტეტი, “ცოდნის ელჩების” პროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სკოლა აფხაზეთში აქვთ დამთავრებული და სურთ სწავლა გააგრძელონ კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც CU-ში სწავლას სრული დაფინანსებით შეძლებენ.
შერჩევის პირველ ეტაპზე აუცილებელია აპლიკანტებმა შევასონ განაცხადი შემდგე ბმულზე.
განაცხადის მიღების შემდეგ კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და მიაწვდიან ინფორმაციას შემდგომი ეტაპების შესახებ. განაცხადის შევსების ბოლო ვადა: 20 ივნისი.
თუ გსურთ მიიღოთ ხარისხიანი განათლება თანამედროვე აკადემიურ გარემოში და გახდეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, მაშინ CU გელოდება!
