გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის (Bilateral Exchange), 2023-გაზაფხული

22 სექტემბერი 2022

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთათვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.


რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ MY CU - სტუდენტის პლათფორმას. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები". განაცხადის შევსებისას, სტუდენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალზე, რომლებთანაც სკოლას (ფაკულტეტს)  აქვს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაძლებელია მობილობა.

 

გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.
ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2023 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. განაცხადის შევსებისას გთხოვთ მიუთითეთ 2022-2023 აკადემიური წელი. 


კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და GPA მინიმალური- 3.0.  განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა-  17 ოქტომბერი, 2022.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან- მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით; მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე; დოქტორანტურის საფეხურის ნებისმიერი ეტაპზე.