კონკურსის მიზანია სკოლის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლის შერჩევა, კანდიდატისათვის დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
სკოლის საბჭო არის სკოლაში სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინირებისა და წარმართვისათვის შექმნილი სკოლის მართვის ორგანო, რომელიც განსაზღვრავს სკოლის საქმიანობის ძირითად მიზნებს, მიმდინარე ამოცანებსა და საქმიანობის პრიორიტეტებს; განიხილავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს; ისმენს ანგარიშებს სკოლაში გაწეული მუშაობის შესახებ აკადემიური წლის ბოლოს; შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგრამების და სასწავლო მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და სხვა.
ვაკანტური ადგილი: სკოლის საბჭოს წევრობა სტუდენტის სტატუსით*
კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები:
- აკადემიური მოსწრება;
- დისციპლინა;
- სასკოლო და საუნივერსიტეტო აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩართულობის ინტენსივობა და შედეგები;
- პიროვნული თვისებები.
* კანდიდატი უნდა იყოს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
განაცხადის წარდგენა:ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა (სტუდენტმა) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- სამოტივაციო წერილი;
- სასკოლო ან/და საუნივერსიტეტო აქტივობებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობის დასახელება და ჩამონათვალი.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2024 წელი.
დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: csg@cu.edu.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: სკოლის საბჭოს სტუდენტი წევრის შერჩევის კონკურსი.
* შერჩეული სტუდენტი ხდება სკოლის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) აკადემიური წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა თუ: 1. სტუდენტს კავკასიის უნივერსიტეტში ამ ვადის გასვლამდე შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი; 2. სტუდენტი რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზით ვერ ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას, სკოლა იტოვებს სტუდენტის გადარჩევისა და სხვა სტუდენტის შერჩევის უფლებას შიდა ნორმატიული წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.