კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი, დაწყებითი განათლების პედაგოგთა საქართველოს ასოციაციასთან ერთად, აცხადებს ესეების კონკურსს- „პირველი მასწავლებელი".
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან ნაშრომი შემდეგი თემატიკის გათვალისწინებით:
1) ჩემი პირველი მასწავლებელი;
2) დაწყებითი პედაგოგიკა - მოწოდება თუ ვალდებულება?;
3) წიგნიერება - პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევა;
4) ვიდეო ინტერვიუ/დიალოგი - რატომ შეიძლება აირჩიო დაწყებითის მასწავებლებლის პროფესია - დიალოგი დაწყებითის მასწავლებელთან 2-3 წუთი.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება:
1. ნაშრომების გამოგზავნა
2. სპეციალური კომისიის მიერ ნაშრომების გადარჩევა
3. საუკეთესო ნამუშევრების გამოქვეყნება ფესიბუქზე და მოწონების რაოდენობით საუკეთესო სამი ნაშრომის გამოვლენა
პრიზები გამარჯვებულებისთვის:
I ადგილი - კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 1000 ლარი
II ადგილი კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 700 ლარი
III ადგილი კავკასიის განათლების სკოლაში სასწავლო ვაუჩერი - 500 ლარი
ნამუშევრების გამოგზავნის საბოლოო ვადაა - 4 ივლისი.
მონაწილეებმა ნაშრომი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე – ces@cu.edu.ge.
რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.
დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და ნაშრომის შექმნის სტანდარტის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.