კავკასიის უნივერსიტეტი და კავკასიის განათლების სკოლა

8 ივლისი 2021

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის განათლების სკოლა

 

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა

 

 „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი - 2021

 

 

კავკასიის განათლების სკოლა დაწყებითი პედაგოგის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, 9 -28 ივლისის პერიოდში გეგმავს განახორციელოს პროექტი „განათლების გამოწვევები“ - საჯარო ლექციების ციკლი - 2021, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში ხორციელდება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს.

 

კავკასიის განათლების სკოლამ ანალოგიური პროექტი 2020 წელს განახორციელა - „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“

მონაწილეობა

საჯარო ლექციები განკუთვნილია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

მონაწილეობა ასევე შეუძლიათ:

  • პედაგოგიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს;
  • პრაქტიკოს პედაგოგებს;
  • სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
  • განათლების პოლიტიკით დაინტერესებულ პირებს.

მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე

ფორმატი

საჯარო ლექციები წარიმართება ონლაინ ფორმატში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ონლაინ ლექციების მოდერირებას უზრუნველყოფს ალუდა გოგლიჩიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სკოლის დეკანი.

ლექციები წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში, მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმის საშუალება, ხოლო ხანგრძლივობა იქნება 90 წუთი.

 

 

სპიკერები, თემატიკა და განრიგი

 

09.07.2021

„განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა“

ეკა დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

 

12.07.2021

„განათლება და სოციალური პოლიტიკა“ 

სიმონ ჯანაშია - განათლების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი

 

14.07.2021

„ემოციური ინტელექტი მოსწავლეთა წარმატების ფაქტორი“

სალომე ჩიტორელიძე - განათლების მკვლევარი, საქართველოს ჰუმანური განვითარების ცენტრის პროგრამების დირექტორი

 

16.07.2021

„მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და წიგნიერების განვითარების შესაძლებლობები ოკუპირებულ აფხაზეთში“

შალვა ტაბატაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე

 

19.07.2021

„ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებები მომავალი თაობის წინაშე და რემედიაციული სწავლება“

ლალი ბერიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი

 

21.07.2021

„მასწავლებელთა ავტონომია - შესაძლებლობები და რისკები“

ქეთი ჩაჩხიანი - განათლების მკვლევარი, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

23.07.2021

„კრეატიულობა, ინოვაციურობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება სკოლებში“

პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, წიგნიერების ექსპერტი, „თიმბოუთის“ დამფუძნებელი

 

26.07.2021

„განათლება და შრომის ბაზარი“

ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, HR პროფესიონალთა გილდიის დირექტორი

 

 

28.07.2021

„ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და განათლების გამოწვევები“

ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი