NISPAcee-ის 2024 წლის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“

23 მაისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტი NISPAcee-ის 2024 წლის 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას - „საჯარო ადმინისტრირება პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციაში“ - უმასპინძლებს, რომელიც 23-25 მაისს გაიმართება საქართველოში, კავკასიის უნივერსიტეტში.

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაწყებულია აბსტრაქტების მიღება.

 

თუ გაქვთ სამომავლო კვლევის აბსტრაქტი საჯარო მმართველობის  ერთ-ერთ თემაზე, არ გაუშვათ შესაძლებლობა ღირებული წვლილი შეიტანოთ კონფერენციის მუშაობაში და ამავდროულად დაუკავშირდეთ თანამოაზრე მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს ევროპიდან და დანარჩენი მსოფლიოდან.

 

გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოადგინოთ თქვენი კვლევა და გაუზიაროთ იდეები  აკადემიურ საზოგადოებას და მონაწილეობა მიიღოთ საჯარო მმართველობის სფეროს საინტერესო დისკუსიებში.

 

NISPACee და კავკასიის უნივერსიტეტი ინტერესით ელის თქვენთან შეხვედრას კონფერენციის ფარგლებში!

 

დარეგისტრირდით და გამოაგზავნეთ აბსტრაქტი ბმულზე.

 

წარდგენის ბოლო ვადა: 10/11/2023

 

ვრცლად კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

2024 წლის NISPAcee-ის ყოველწლიური კონფერენციის მთავარი თემა ეხება აქტუალურ საკითხს: პოსტ-კონფლიქტურ რეკონსტრუქციას. კონფერენცია გადახედავს და შეაჯერებს ცვალებად პერსპექტივებს პოსტკონფლიქტურ რეკონსტრუქციაში საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების როლის შესახებ. კონფერენცია შეაფასებს ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს შენების დაგროვილ გამოცდილებას, გადახედავს და შეაჯერებს ზოგიერთ საუკეთესო პრაქტიკას. ასევე, კონფერენციის მიზანია გათვალისწინებულ იქნას აღმშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები, რის საშუალებსაც იძლევა დიჯიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი და ამგვარად შეაჯერებს პოსტ-კონფლიქტური მართვისა და ადმინისტრირებისთვის აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, ასევე მის მიღმა.

 

მთავარი თემის გარდა კონფერენციის ფარგლებში  ცხრა მუდმივი სამუშაო ჯგუფი მიიღებს აბსტრაქტებს საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების წამყვან საკითხებზე. ასევე, გაიმართება საქართველოსთვის და რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული ვორქშოფები და პანელური შეხვედრები საჯარო მმართველობის სფეროთი დაინტერესებული მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობთ, რის შესახებაც ინფორმაცია პერიოდულად გავრცელდება.

 

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) 31-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე მმართველმა კომიტეტმა ქსელის მომავალ პრეზიდენტად ერთხმად აირჩია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ეკა აკობია.