სიახლე რეგიონში - კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB) და გლობალური ფინტეკ ფორუმის (GIFT) ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა

7 ოქტომბერი 2021

კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB) და გლობალური ფინტეკ ფორუმის (GIFT) ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა - "ფინტეკი - ფინანსების მომავალი" აცხადებს მიღებას.

 

მომხმარებელზე ორიენტაცია, ახალი ტექნოლოგიები, ციფრული ბიზნეს-მოდელები და ეკოსისტემის პარტნიორების ჩართულობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც განაპირობებს დღეისათვის ფინანსებში მიმდინარე რევოლუციურ გარღვევებს. 

 

კურსი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და უახლესი Fintech პროგრამაა მსოფლიოში, რომელიც პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად მონაწილეებს შეეძლებათ გამოიყენონ ნასწავლი კონცეფციები და წარმოდგენილი შემთხვევები თავიანთ ყოველდღიურ როლებში.

 

კურსის მიზანია განიხილოს Fintech-ის რაც შეიძლება მეტი "პრაქტიკული", რეალური გამოცდილება. ამრიგად, მონაწილეებს შეეძლებათ გამოიყენონ ნასწავლი კონცეფციები და წარმოდგენილი შემთხვევები თავიანთ ყოველდღიურ როლებში.

 

ცვლილებების ყოვლისმომცველი ხასიათიდან გამომდინარე, კურსი განკუთვნილია გამოცდილი ფინანსისტების ფართო სპექტრისთვის, როგორიცაა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტი, რეგულატორები და ფინტეკ ანტერპრენერები.

 

კურსის პროფესორი: მალიკ კოტადია, Global Impact FinTech Forum -ის დამფუძნებელი, ციფრული ფინანსების ევანგელისტი და global top 100 fintech ინფლუენსერი. პროგრამას მასთან ერთად გაუძღვებიან სხვა ცნობილი მოწვეული სპიკერები ფინტეკის სფეროდან. სინგაპურის, ჰონკონგის,  ბრიტანეთის, ავსტრალიის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიური წრეები და პრაქტიკოსები, ფინტეკ-უნიკორენბეის დამფუძნებლები, ინდუსტრიის ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და ახალი იდეების გენერატორები.

 

ინფორმაცია ვრცლად კურსის პროფესორ მალიკ კოტადიას შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

 კურსის შემადგენელი თემები:

 

  1. შესავალი Fintech– ში: Fintech-ის რატომ, რა, როგორ, ვინ და სად; 2-4 მოდული
  2. ძირითადი Fintech კატეგორიები და მიმართულებები: გადახდები, დაკრედიტება, დაზოგვა, დაზღვევა, ინვესტიცია და ფინანსური ინკლუზიურობა: 4-6 მოდული
  3. ახლად-აღმოცენებული ბიზნეს მოდელები და უახლესი ტრენდები: ღია ფინანსები, რისკ-ტეკი: 4-6 მოდული
  4. Fintech-ის ძირითადი ტექნოლოგიური მამოძრავებლები: ABCD Fintech: AI, Blockchain, Cloud, Data: 5- 8 მოდული
  5. Fintech ეკოსისტემა: 2-4 მოდული
  • სხვადასხვა ჩართული მხარეების როლი Fintech ლანდშაფტის შემუშავებაში, ჩამოყალიბებასა და განვითარებაში
  • გლობალური და რეგიონული Fintech ეკოსისტემის მიმოხილვა
  • Fin-Tech, Tech-Fins და ბანკები: კონკურენციიდან პარტნიორობამდე?
  1. Fintech რეგულაციები: 2 მოდული
  • რეგულაციების როლი და მიზანი ციფრულ ფინანსებში: "holy trifecta"
  • მარეგულირებელი ლანდშაფტის მიმოხილვა: გლობალურად და რეგიონების მიხედვით, მისი ნიუანსები, მიზნები და ევოლუცია
  1. სტარტაპების დაფინანსება: 4-6 მოდული
  • ვენჩერული კაპიტალის როლი ფინტეკის დაფინანსებაში, ტრენდები, თეზისები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი

 

კურსის ხანგრძლივობა: 60 საათი, 30 სესია

დაწყების პერიოდი: ნოემბერი, 2021

კურსის ღირებულება: 1800 ევრო

 

დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

დაინტერესებული პირები დარეგისტრირდით ბმულზე.