სანდრო კანდელაკი - ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების მიმართულებით გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე საგანმანათლებლო სექტორში.
ამჟამად ის იკავებს Chief Strategy Officer-ის პოზიციას კომპანიაში Digital Wise Guys, არის Student Hunt-ისა და Founders.ge-ის თანადამფუძნებელი, ხოლო მანამდე ხელმძღვანელობდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებს ტერაბანკში და ციფრული ტექნოლოგიების დეპარტამენტს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.
პარალელურად ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქტიურად არის ჩართული საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.
თამთა მამულაიძე - Agronavti-ის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრიტექისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი აქტიურად მუშაობს აგროტექ ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და სტარტაპების განვითარების მიმართულებით და ჩართულია ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, როგორც მენეჯერი და სტარტაპ მენტორი. მისი საქმიანობა ფოკუსირებულია ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებასა და ინოვაციური ბიზნესების ზრდის ხელშეწყობაზე.
მარო კოშაძე - Amadeo-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც აქვს გამოცდილება სტარტაპების, ციფრული პროდუქტებისა და ცოდნის მართვის მიმართულებით. კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Prodware და Phubber, სადაც ხელმძღვანელობდა სასწავლო, საოპერაციო და პროდუქტის განვითარების პროექტებს. ამავდროულად, არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სტარტაპ მენტორი.
ლევან ასანიძე - სტარტაპ HERIO-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს გამოცდილება სტრატეგიული მენეჯმენტის, პროდუქტის განვითარებისა და ბიზნესის ზრდის მიმართულებით. ლევანი აქტიურად არის ჩართული საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში, როგორც მენტორი და სპიკერი, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს დამწყებ მეწარმეებსა და სტარტაპ გუნდებს.
