CU ჰაკათონის დაჯილდოება

24 ნოემბერი 2020

24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU ჰაკათონის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

 

სტარტაპ იდეების კონკურსი, CU ჰაკათონი 2020, უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტისთვის გაიმართა. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ სპეციალობებთან დაკავშირებულ თემებში ეჯიბრებოდნენ.

 

კონკურსში კავკასიის ეკონომიკის სკოლის სტუდენტებმა, გეგა კოპალეიშვილმა და გიორგი ზოიძემ გაიმარჯვეს, პროექტით WeTrade. პროექტის თემა იყო საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივება.

 

გამარჯვებულ გუნდს, 2000  ლარიანი ვაუჩერი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა გადასცეს. 

 

პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბუბა ლეჟავამ და სტუდენტებს გამარჯვება მიულოცა. 

 

პროექტის WeTrade განხორციელებასა და პოპულარიზაციაში, სარეკლამო კომპანიის “კადრი" დირექტორი ზვიად სირაბიძე იყო ჩართული.

 

მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერატორი C10, გამარჯვებულ გუნდს დაეხმარება პროექტის განსახორციელებლად დაფინანსების მოპოვებაში.

 

CU ჰაკათონი 6 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები და პირდაპირი ჩართვები ისეთ თემებზე, როგორიცაა გუნდის ფორმირება, იდეის ვალიდაცია, პროტოტიპი / MVP, პროდუქტის განვითარება, ინვესტორებთან ფიჩინგი და სხვა.