CU სტარტაპერებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA თანადაფინანსების გრანტი მოიპოვეს

4 სექტემბერი 2019

3 სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოვლინდა.

 

გამარჯვებულებს შორის ორი კავკასიის უნივერსიტეტის სტარტაპერია, მათ პროექტების დამუშავებაში CU სტარტაპ აქსელერატორი C10 ეხმარებოდა.

 

აკაკი კაპანაძის სტარტაპი VADAC, ცოდნის შემოწმებისა და სერტიფიცირების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც დაეხმარება კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს კვალიფიკაციის დადასტურებასა და შესაფერისი კადრის ეფექტურად მოძიებაში.

 

გიორგი რობაქიძის სტარტაპი Inventor მანქანის მეორადი და ახალი ნაწილების საძიებო, ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ეფექტურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ძიების დასახვეწად.

 

სტარტაპ აქსელერატორი C10 გამარჯვებულ გუნდებს დაეხმარება პროექტების განხორციელებაში.

 

100 000 ლარიანი გრანტი ასევე მოიპოვეს კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა: ქეთა ბაღაშვილმა და მარიამ კობიაშვილმა პროექტისთვის Beauty Lab, ირაკლი ჯინჯიხაძემ პროექტისთვის Lupi AI.

 

პროფესორმა: ნინო კუნცევა-გაბაშვილმა პროექტისთვის RNSEED FABRIK

სტუდენტმა: ნანუკა კაკაბაძემ პროექტით Phubber App

 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა. GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.