CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”- ის პირველი კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები სტარტაპ გუნდის შექმნის და განვითარების ძირითად პრინციპებს გაეცნენ.
პირველი კვირის აქტივობებს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი და პროგრამის მენტორი გიორგი ბურდული გაუძღვა. “CUnicorn”-ის მონაწილეებს ასევე სტარტაპ გუნდების შექმნის და განვითარების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა - ბრიტანული სტარტაპი Pensight-ის ზრდის ხელმძღვანელმა თენგიზ მესხმა.
პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. “CUnicorn”-ი წარიმართება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ფიზიკური შეხვედრები), მოიცავს 11 სამუშაო კვირას (მაისი 2023 – ივლისი 2023) და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან: თემატური სამუშაო სესიები; ინდივიდუალური შეხვედრები მენტორებთან; ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, ყოველკვირეული Stand-Up-ები; კავკასიის უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა; დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ჟიურის წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ფულადი პრიზები/და სხვა რესურსები გაზრდის და განვითარების მიზნით.