CU-ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Global Compact Network Georgia-ის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილე გუნდებმა მდგრადობის მიმართულებით საკუთარი ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები გამართეს.
აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Phubber; Fireflies; Aisi; BL-Sigma; TBC Bank; Bim Cube; MBC; Crystal; GPI Holding.
პროგრამის ფარგლებში 4 ბანაკი გაიმართა, სადაც ფასილიტატორმა მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, მათ მნიშვნელობა და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზები გააცნო.
ბანაკების პარალელურად, მიმდინარეობდა მენტორინგის ინტენსიური სესიები, რომელთა განმავლობაშიც მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული უკუკავშირი გამოცდილი მენტორებისგან და არსებული იდეები ისეთ სამუშაო პროექტებად განევითარებინათ, რომლებსაც საკუთარ კომპანიებში დანერგავდნენ. მენტორინგის სესიებს უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი და კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - გიორგი ბურდული, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ანდრიაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - გიორგი ვოლსკი და ტექნოლოგიური სტარტაპი Kvalifika - ს დამფუძნებელი გაბრიელ მელივა.
„მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.