2025 წლის ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა (SUSI) - მკვლევარებისთვის

29 ოქტომბერი 2024

გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში,  აცხადებს მიღებას ამერიკის ინსტიტუტების შესწავლის პროგრამაზე მკვლევრებისთვის.

 

პროგრამის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 2025 წლის ზაფხულში 5-6 კვირას გაატარებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

მოკლევადიანი პროგრამის მიზანია შეერთებული შტატების შესახებ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ჭრილში ცოდნის გაღრმავება.

 

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა ვორდის ფორმატში უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiExchanges@state.gov. დანიშნულებაში მიუთითეთ „2024 SUSI for Scholars”.

 

პროგრამის დაფინანსება:

 

პროგრამა ფარავს მონაწილეთა ხარჯებს სრულად (სწავლა, მგზავრობა, ცხოვრება, სასწავლო მასალა, სავიზო მოსაკრებელი და ა.შ.).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!