სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2026-2027

17 ივლისი 2026

გაცნობებთ, რომ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისათვის აცხადებს საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღებას 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

 

პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის ყველა მიმართულებით წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია. შერჩეული კანდიდატებისთვის სომხეთის მხარე უზრუნველყოფს:

 

  • სომხეთის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურისგან გათავისუფლებით (არაუმეტეს 1 000 000 სომხური დრამისა);
  • ყოველთვიური სტიპენდიით (არაუმეტეს 50 000 სომხური დრამისა);
  • სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
  • ბიბლიოთეკებით, არქივებით, ლაბორატორიებითა და სხვა აკადემიური რესურსებით სარგებლობის უფლებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • პასპორტის ასლი;
  • ოთხი ფოტოსურათი (3×4);
  • CV ინგლისურ ან რუსულ ენაზე;
  • ბაკალავრის აკადემიური საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნიშნების ფურცელთან ერთად, თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული;
  • ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა;
  • შევსებული განაცხადის ფორმა 1 და ფორმა 2

 

დაინტერესებულმა პირებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ბმულზე

 

სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სომხეთის ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა შემდეგი სასწავლო დაწესებულებებისა: French University in Armenia, Russian-Armenian University და American University of Armenia.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდი.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ივლისი.

 

გისურვებთ წარმატებას!