კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, კორუნას უნივერსიტეტში, ესპანეთი, Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
აკადემიური საფეხური |
მობილობის ხანგრძლივობა |
აკადემიური მიმართულებები |
სწავლების ენა |
საგნების ინფორმაცია |
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
-სამართალი -ტურიზმი -კომპიუტერული მეცნიერებები |
ინგლისური/ესპანური |
*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78)
- ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (რეკომენდაციის წერილი არ უნდა იყოს ენის ლექტორის მიერ გაცემული)
Erasmus+ ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:
- საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში;
- მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის.
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- ir@cu.edu.ge.