კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, Erasmus + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კადიზის უნივერსიტეტში, ესპანეთი, მონაწილეობის მისაღებად.
პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული აქტივობების და დაგეგმილი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
Erasmus + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ ის სახელმძღვანელოსა და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
კადიზის უნივერსიტეტში მობილობისთვის დადგენილი დაფინანსება გაიცემა რეგიონზე და არა კონკრეტულ უნივერსიტეტზე, შესაბამისად მობილობაში მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწვეტილებას იღებს მიმღები მხარე.
პარტნიორ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი/მობილობა არის ერთკვირიანი (5 სამუშაო დღეს+ 2 დღე მგზავრობისთვის). ვიზიტის პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლია:
- კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულ პერსონალს
კონკურსში მონაწილეობის მიზნებისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა ინგლისურ ენაზე:
- საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- EUROPASS CV
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი.
არ განიხილება განაცხადები, რომლებიც:
- იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი.
კანდიდატებს განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს უნივერსიტეტის დასახელება რომელზეც აკეთებს განაცხადს, თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ Erasmus+ მობილობის პროგრამით;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს გასაუბრება ან ტესტირება ინგლისურ ენაში;
- შერჩეული კანდიდატების ნომინირება და დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- ადმინისტრაციული პერსონალის საბოლო შერჩევა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25.