Expanded Summer School 2026, Austria

11 მაისი 2026

გაცნობებთ, რომ ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ინფორმატიკის, კომუნიკაციებისა და მედიის სკოლა, აცხადებს სტუდენტების მიღებას Expanded Summer School 2026 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამის თარიღები: 8-13 სექტემბერი, 2026

ლოკაცია: ჰაგენბერგი/ლინცი

 

საზაფხულო სკოლა, რომლის მთავარი თემაა „თამაშით კვლევა“, ქალაქ ჰაგენბერგში ერთდღიანი ვორქშოპით დაიწყება, რის შემდეგაც გაგრძელდება ლინცში Expanded Conference-ისა და Ars Electronica Festival-ის ღონისძიებებით. სტრუქტურა შექმნილია იმისათვის, რომ მონაწილეებს მისცეს როგორც კონკრეტული უნარების გაღრმავების შესაძლებლობა, ასევე თანამედროვე ციფრული და ინტერაქტიული ხელოვნების უახლესი მიმართულებების ფართო გაცნობა.

 

პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ინტერესი თამაშების და/ამ თამაშების განვითარების (game development) მიმართულებით. სასურველია, რომ პროგრამაში მონაწილეები უკვე ფლობდნენ თამაშების შექმნის საბაზისო ცოდნას, თუმცა ეს არ წარმოადგენს მკაცრ მოთხოვნას.

 

საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სპეციალური მენტორინგის სესია, რომლის ფარგლებში მონაწილეები ხვდებიან ადგილობრივი თამაშების ინდუსტრიის გამოცდილ დეველოპერებს, რათა გაცვალონ იდეები, მიიღონ უკუკავშირი საკუთარ ნამუშევრებზე და უკეთ გაეცნონ თამაშის დიზაინის პრაქტიკულ მხარეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილე სტუდენტი თავად უზრუნველყოფს მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, განთავსებისა და კვების  ხარჯებს. 

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge.      

 

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
  • ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი
  • ინგლისურენოვანი რეზიუმე 
  • სამოტივაციო წერილი

 

დოკუმენტების გამოგზავნის საბოლო ვადა: 11 ივნისი, 2026

 

დამატებითი ინფორმაციის ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში , გთხოვთ დაუკავშირდეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ მეილს: ir@cu.edu.ge .


გისურვებთ წარმატებას!