გაცნობებთ, რომ ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Eurasia International University) სომხეთი, აცხადებს აპლიკაციების მიღებას ჟან მონეს საზაფხულო სკოლისა და COP17 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო სიმულაციის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა აერთიანებს ევროკავშირის კვლევებს, ბიომრავალფეროვნების მართვას, ადამიანის უფლებებს, მშვიდობისა და მდგრადობის კვლევებს, მდგრად მმართველობასა და მეცნიერებასა და პოლიტიკას შორის ურთიერთქმედების საკითხებს.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები:
- ჟან მონეს საზაფხულო სკოლა: „ევროკავშირის მწვანე გარიგება გლობალურ კონტექსტში: გეოპოლიტიკა, თანამშრომლობა და განვითარება”, 27 ივლისი - 7 აგვისტო, 2026. აღნიშნული პროგრამა ინტეგრირებულია ახალგაზრდულ სიმულაციასთან;
- COP17 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო ახალგაზრდული სიმულაცია: 5-7 აგვისტო, 2026.
პროგრამის ფარგლებში გაიცემა 6 ECTS კრედიტი: 4 ECTS - საზაფხულო სკოლისთვის და 2 ECTS - სიმულაციური აქტივობებისთვის.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ სიმულაციურ აქტივობებში და მოირგონ ქვეყნის დელეგატების, მეცნიერების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მედიის დამკვირვებლებისა და გარემოს დამცველების როლები.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას მრავალმხრივ მოლაპარაკებებში, პოლიტიკის შემუშავებაში, კოალიციების ფორმირებასა და კრიზისებზე რეაგირების სიმულაციურ სცენარებში მონაწილეობით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, მკვლევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე სპეციალისტებს, ჟურნალისტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს. ასევე, წახალისებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერა და ადაპტირებული პირობები.
პროგრამაში მონაწილეობით დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმები მოცემულ ბმულებზე საზაფხულო სკოლასა და სიმულაციაში მონაწილეობის მისაღებად 2026 წლის 14 ივლისის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. ასევე, ორგანიზატორები საერთაშორისო მონაწილეებისთვის უზრუნველყოფენ საცხოვრებელ ადგილებს შეზღუდული რაოდენობით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: anna.khvorostiankina@eiu.am
პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია ECTS კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
გისურვებთ წარმატებას!
