კავკასიის უნივერსიტეტი, ამბერგ-ვეიდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან, გერმანია (University of Applied Sciences Amberg-Weiden, Germany) ერთად აცხადებს ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტების მიღებას ერთობლივ საზაფხულო სკოლის პროგრამაში: „AI Meets Arts”, მონაწილეობის მისაღებად.
საზაფხულო სკოლის პროგრამა ფინანსდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შექმნიან საკუთარ მონაცემთა ბაზას ხელოვნების ნიმუშებზე დაყრდნობით და გამოიყენებენ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მეთოდებს კლასიფიკაციის, ძიებისა და ანალიზისთვის, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ჰაკათონში.
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ინტერესი და გარკვეული გამოცდილება ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ მეცნიერებებში. (ხელოვნების სფეროში სპეციალური ცოდნა არ მოითხოვება).
პროგრამაში დაგეგმილი აქტივობები:
- ხელოვნებაზე ორიენტირებული AI ამოცანის შერჩევა - სტილის კლასიფიკაცია, მოტივების ამოცნობა, სურათების ძიება, სეგმენტაცია ან მულტიმოდალური ძიება;
- სურათების შეგროვება და დამუშავება - ხელოვნების ნიმუშების გადაღება ან შერჩევა, მეტამონაცემების დამატება, წყაროებისა და ლიცენზიების მითითება;
- მონაცემთა ბაზის მონიშვნა (labeling) - ტაქსონომიის, ანოტაციის წესების და ხარისხის შემოწმების მექანიზმის შემუშავება;
- მოდელის მოდიფიკაცია და ოპტიმიზაცია - მოდელის მორგება ტრანსფერული სწავლების, , CLIP სისტემებისა და სხვა ალგორითმული კორექტირების (Fine-tuning) მეშვეობით.
- შედეგების შეფასება და პროტოტიპის პრეზენტაცია - შეცდომების ანალიზი, მაგალითების წარდგენა, შეზღუდვების განხილვა (საუკეთესო პროექტები დაჯილდოვდება);
- მონაწილეობა სოციალურ ღონისძიებებსა და ექსკურსიებში საქართველოსა და გერმანიაში.
გუნდური პროექტების შესაძლო თემები : სტილის კლასიფიკატორი, ვიზუალური მსგავსების ძიება, ძირითადი თემების დეტექტორი, ხელოვნების სიმბოლოების მკვლევარი, ხელოვნების ნიმუშების აღწერა (captioning), ორნამენტების სეგმენტაცია, ფერისა და კომპოზიციის ანალიზი.
პროგრამის დეტალები:
- თარიღი: 3 - 17 ოქტომბერი, 2026;
- პროგრამის ჩატარების ადგილმდებარეობა: 1 კვირა თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში; 1 კვირა ამბერგში, გერმანიაში, ამბერგ-ვაიდენის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში (Ostbayerische Technische Hochschule Amberg-Weiden);
- ორმხრივი გზა, საცხოვრებელი და კვება (ნაწილობრივი) ფინანსდება DAAD-ს ფარგლებში;
- პროგრამის პირველ ეტაპზე (ლოკაცია:კავკასიის უნივერსიტეტი) ჩამოყალიბდება ორკაციანი გუნდები (1 სტუდენტი ამბერგ-ვაიდენის უნივერსიტეტიდან და 1 სტუდენტი კავკასიის უნივერსიტეტიდან);
- თითოეული გუნდი მუშაობს საკუთარ ჰაკათონის პროექტზე;
- ფინალური პრეზენტაციები გაიმართება ამბერგში.
შერჩევის პროცედურა:
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა შეავსოს პროგრამის სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ბმულზე. გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ პროგრამაში მონაწილეობისათვის შეირჩევა მაქსიმუმ 10 სტუდენტი. სტუდენტების შერჩევა ხდება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ.
სააპლიკაციო ფორმის შევსების დედლაინია 31 ივლისი, 2026.
პროგრამის შესახებ შეკითხვების ან დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!
