ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციების მიღებას 2027-2028 აკადემიური წლისთვის.
სტიპენდია ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსებას სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
პროგრამა მოიცავს:
- ჩეხურ ენაზე – სამაგისტრო პროგრამებს, რომელსაც წინ უსწრებს ჩეხური ენის ერთწლიანი ინტენსიური მოსამზადებელი კურსი (შედის სტიპენდიაში);
- ინგლისურ ენაზე – შერჩეული სამაგისტრო (2 წელი) და სადოქტორო (3-4 წელი) პროგრამები.
სამაგისტრო საფეხურის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 16,000 ჩეხურ კრონას, ხოლო სადოქტორო საფეხურზე დაფინანსების ყოველთვიური ოდენობაა 24,960 ჩეხური კრონა. სტიპენდია განკუთვნილია ჩეხეთში სწავლისა და ცხოვრების ხარჯების დასაფარად.
სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხის, ხოლო სადოქტორო პროგრამაზე - მაგისტრის ხარისხის ფლობა.
მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შესარჩევ კონკურსში, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ბმულზე და ატვირთონ მოთხოვნილი დოკუმენტები. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.
თითოეულ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთხელ დარეგისტრირდეს და მხოლოდ ერთი განაცხადი წარადგინოს. განაცხადი დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ სამოტივაციო წერილის და სავალდებულო ტესტების შევსების შემდეგ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
გისურვებთ წარმატებას!
