საზაფხულო სესიები 2025 - ობერლინის უნივერსიტეტი, ტოკიო

30 იანვარი 2025

გაცნობებთ, რომ ობერლინის უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია, (J. F. Oberlin University, Tokyo) აცხადებს მიღებას 2025 წლის 2 კვირიან  საზაფხულო სესიებში მონაწილეობისთვის.

 

სესია 1: 31 მაისი - 14 ივნისი;
სესია 2: 14 ივნისი - 28 ივნისი;
სესია 3: 28 ივნისი - 12 ივლისი;

სესია 4: 12 ივლისი - 26 ივლისი;

 

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ოფიციალური ნიშნების ფურცელი (4 კრედიტი/კურსი).

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური:


1 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 220,000
2 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 360,000
3 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 500,000

4 სესიაზე დასწრების შემთხვევაში: JPY 640,000


*პარტიორი უნივერსიტეტებისთვის JPY20,000 ფასდაკლება თითო სესიაზე (ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ აპლიკაციის შევსებისას უნივერსიტეტის ველში მიუთითეთ კავკასიის უნივერსიტი).

 

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის შესავსებად დასჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • 1 ფოტოსურათი;
  • პასპორტის ასლი;
  • ნიშნების ფურცელი.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.  განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადა: 31 მარტი, 2025.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდით ობერლინის უნივერსიტეტის წარმომადგენელს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbound@obirin.ac.jp 

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა ობერლინის საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. 

 

პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან და ასევე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ მეილით აცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს- ir@cu.edu.ge .

 

გისურვებთ წარმატებას!

 

პატივისცემით,