მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ გამოცხადდა აპლიკაციების მიღება მასშტაბური ტექნოლოგიური კონკურსის, “ტექნოფესტი 2025-ის” ფარგლებში, რომელიც გაიმართება 1-4 მაისს სტამბოლში, თურქეთი.
“ტექნოფესტი” 2018 წლიდან იმართება ყოველწლიურად და მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა და დაუკავშირდნენ წამყვან კომპანიებს ტექნოლოგიების დარგში.
კონკურსები გაიმართება 52 ძირითად დარგში და 118 ქვედარგში, მათ შორის:
- უპილოტო საჰაერო მანქანების კონკურსი;
- საჰაერო თავდაცვის სისტემების კონკურსი;
- ხელოვნური ინტელექტი აერონავტიკაში;
- წყალქვეშა სარაკეტო კონკურს;
- ბავშვთა საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსს.
დამატებითი ინფორმაციისთვის და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 20 თებერვალი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ფესტივალის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iletisim@teknofest.org
გისურვებთ წარმატებას!