დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

11 იანვარი
გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებამ, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება, წელს განსხვავებული ფორმატი შეიძენა და საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

წელს კავკასიის უნივერსიტეტს მაგისტრატურაზე - 50, ხოლო ბაკალავრიატზე - 250 კურსდამთავრებული ჰყავს. სპეციალური მანტია ბიზნესის, სამართლის, მედიისა და ტექნოლოგიების სკოლების კურსდამთავრებულებმა მოირგეს.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

გამოსაშვებ საღამოზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა კანადის პარლამენტის წევრს გურმანტ გრევალს, ზემო ავსტრიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ჯერალდ რაიზინგერს და IAUP–ის ყოფილ პრეზიდენტს მაიკლ ადამსს, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტები და რექტორები. უცხოელ სტუმართა დელეგაცია უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩამოვიდა საქართველოში.

{phocagallery view=category|categoryid=146|limitstart=0|limitcount=0}