იუნესკოში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შეხვედრა სტუდენტებთან

11 იანვარი


მან ისაუბრა აღნიშნული მანდატის მნიშვნელობაზე და მიუთითა, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამის ნაწილს და მოიცავს ახალგაზრდულ ფორუმზე დასწრებას პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში 2015 წლის 26-28 ოქტომბერს. ამ ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებები წარედგინება იუნესკოს გენერალურ კონფერენციას, რომელიც თავისმხრივ ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. დელეგატები წევრი სახელმწიფოებიდან ასევე ჩაერთვებიან COP21-ის (კლიმატის კონფერენცია) ფორმატში.

ყურადღება გამახვილდა საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასა და 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების მიზნებთან.
შეგახსენებთ, რომ ყოველი ორი წლის განმავლობაში, თითოეული ეროვნული კომისია უფლებამოსილია, რომ თავის დელეგაციასთან ერთად წარადგინოს როგორც მინიმუმ ერთი ახალგაზრდა, რომელიც შერჩეულ უნდა იქნას შეჯიბრებითი და გამჭირვალე პროცესით, რაც მითითებულია სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ კრიტერიუმებში. სწორედ ამიტომ, თითოეულ ახალგაზრდას ეძლევა ამ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.
ამ პროგრამას საქართველოში ახორციელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტროს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ნაწილს იმ კამპანიისა, რაც ამ პერიოდისთვის წარმოებს და რაც გულისხმობს ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენას, მათ გაჟღერებასა და მათთვის შესაძლებლობების შეთავაზებას. თითოეული ახალგაზრდას ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი.

დელეგატმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა კავკასიის უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას.


{phocagallery view=category|categoryid=724|limitstart=0|limitcount=0}