2024 წლის IAUP-ის კონფერენცია შეხვედრა ჩილეში 

19 ივლისი 2024

17  ივლისს, ჩილეში, ჩილეს პონტიფიკურ კათოლიკურ უნივერსიტეტში (Pontificia Universidad Católica de Chile) უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიებას ჩილეს პონტიფიკურ კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორმა იგნასიო სანჩესმა (Ignacio Sánchez Díaz) უმასპინძლა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ IAUP მმართველი საბჭოს წევრები და უმაღლესი განათლების ლიდერები ევროპიდან, აზიიდან, ლათინური ამერიკიდან, აფრიკიდან და აშშ-დან.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 2 სესია, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტებისთვის, ისე ვიცე-პრეზიდენტებისთვის.

 

პრეზიდენტებისთვის განკუთვნილი სესია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერობის გამოწვევებს ეხმიანებოდა. დისკუსიაში  მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა და IAUP მმართველი საბჭოს  თავმჯდომარემ - კახა შენგელიამ.

 

ვიცე-პრეზიდენტების პანელურ დისკუსიაში, რომელიც ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიულ მიდგომებსა და საუკეთესო პრაქტიკას მიეძღვნა, მონაწილეობა მიიღო, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ.

 

შეხვედრის ფარგლებში, კახა შენგელიამ გამართა მმართველი საბჭოს სხდომა, რომელზეც წევრებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, განიხილეს ბიუჯეტი, კენჭი უყარეს ქსელში  ახალი წევრების მიღების საკითხს, დაგეგმეს  მიმდინარე წლის აქტივობები, მათ შორის ოქტომბრის  ჩინეთის  კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საპრეზიდენტო მმართველობა გადაეცემა IAUP-ის ახალი პრეზიდენტს.  ვიზიტის ფარგლებში ჰიბრიდულ ფორმატში   ასევე გაიმართა IAUP -ის აღმასრულებელი კომიტეტის  წევრების შეხვედრა.