აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ეროვნული იმიტირებული სასამართლო პროცესი

17 დეკემბერი 2020
28-29 ნოემბერს, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ეროვნულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა.
 
შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების 34 გუნდი მონაწილეობდა, წარმოადგენდა სტრასბურგის სასამართლოს სიმულაციას. კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი დაკომპლექტებული იყო საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისგან: ნია ჩოხელი, ირაკლი რამიშვილი და მარიამ ლაპიაშვილი.
 

წერილობითი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი მოხვდა 16 ფინალისტს შორის და იასპარეზა დასკვნით, ზეპირ ეტაპზეკონკურსზე მოსამართლეებს შორის მიწვეული იყო კავკასიის სამართლის სკოლის აკადემიური ხელმძღვანელი ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში - თინათინ ობოლაძე.

 

პროექტი განახორციელა იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდმა. ღონისძიება ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

 

პროექტის მიზანია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესახებ აკადემიური დებატების წახალისება, ცნობიერების ამაღლება და ასევე სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენლობითი უნარ-ჩვევების განვითარება.