პროფესორ ბიჟან ფაზლოლაჰის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნა

29 ივლისი 2024

27 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლის, საპატიო დოქტორის, ემერიტუს-პროფესორის, ფილოსოფიის დოქტორის და ინჟინრის,  რობინსონის ბიზნესის კოლეჯის დირექტორის ბიჟან ფაზლოლაჰის სახელობის საკონფერენციო დარბაზი გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბატონი ბიჟანის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა, ისაუბრა ბიჟან ფაზლოლაჰის ღვაწლსა და დამსახურებაზე კავკასიის უნივერსიტეტისადმი. სიტყვით წარდგნენ, ასევე, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტები: გურამ ლეჟავა, ნუგზარ სხირტლაძე, ბუბა ლეჟავა და  სხვა სტუმრებიც, რომლებმაც ყურადღება ბატონი ბიჟანის პროფესიონალიზმსა და პიროვნულ თვისებებზე გაამახვილეს.

 

ემერიტუს-პროფესორმა კავკასიის უნივერსიტეტისგან საპატიო დოქტორის წოდება 2009 წელს მიიღო. იგი არის MIT-ის ბაკალავრის ხარისხის მფლობელი, ხოლო MBA და დოქტორის ხარისხი დაიცვა სირაკუზის უნივერსიტეტში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბატონ ბიჟანს შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის, რომელიც CU-ის დაარსებასა და განვითარებაში ჩადო. 

 

ბიჟან ფაზლოლაჰის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.