კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი და პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის (Batch 3) დემო დღის გამარჯვებული სტარტაპი BioNova, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 25 000 ლარიანი რეგიონული (შიდა ქართლი) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
GITA’ ს რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
გარდა ამისა, BioNova გახდა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული პროგრამის 2024 Social Impact Award – ის გამარჯვებული და აღნიშნული პროექტის ფარგლებში გუნდის წევრები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.
BioNova გარდაქმნის ბიომასას ბიოენერგიად ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ენერგიის ტრადიციული წყაროები.