ბუთქემფი - შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში - დასკვნითი დღე

25 ნოემბერი 2024

CU - ში, დასრულდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისთან თანამშრომლობით დაგეგმილი ბუთქემფი - შესავალი ლინ სტარტაპ მეთოდოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა GW  - ის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი, ბობ სმიტი.

 

ხუთ დღიანი ბუთქემფში მონაწილეობა მიიიღო კავკასიის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის 50 - ზე მეტი სტუდენტმა, რომლებიც  გაეცნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად ეტაპს.  ბუთქემფი დასრულდა დემო დღით,  სადაც 10 -მა მონაწილე გუნდმა წარადგინა  სტარტაპ იდეები, მათ შორის: AIdring, AI IA, EduMatch, FutureU, GREENHUNT, Grab’n Go, LUG-IT, UNITY Education, PetVision, Zenova.

 

ბუთქემფში ტრენერების სახით ასევე ჩართულები იყვნენ ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.

 

ბუთქემფი განხორციელდა სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.