მორალური მსოფლმხედველობა და საკლასო ოთახი: როგორ ჩაუყარა 2017 წლის შეხვედრამ საფუძველი პროექტ PROVE-ს  - თამარ მოსიაშვილი

10 ივლისი 2026

პროექტის PROVE „ღირებულებითი განათლების პოპულარიზაცია სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში, რომელიც Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CBHE) სტრატეგიული ინიციატივაა,  შეიქმნა კიდევ ერთი მედია სტატია ღირებულებითი განათლების თემატიკაზე თამარ მოსიაშვილის ავტორობით.

 

სტატიაში „მორალური მსოფლმხედველობა და საკლასო ოთახი: როგორ ჩაუყარა 2017 წლის შეხვედრამ საფუძველი პროექტ PROVE-ს“ - განათლების ექსპერტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამარ მოსიაშვილი გვიზიარებს თავის პირად გამოცდილებასა და PROVE პროექტის ისტორიას იდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე. ქალბატონი თამარის პერსპექტივა უნიკალური და საინტერესოა არამხოლოდ მისი წვლილის გამო PROVE პროექტის შექმნასა და განხორციელებაში, ასევე იმის გამოც, რომ იგი თანაავტორია ცოდნასა და ღირებულებით სწავლებაზე შექმნილი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოსი.

 

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მითითებულია ბმულზე.