კავკასიის უნივერსიტეტის მკლავჭიდის ჩემპიონატი 2025

24 მარტი 2025

24 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მკლავჭიდის ჩემპიონატი ჩატარდა.

 

შეჯიბრის დაწყებამდე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა და თბილისის და სრულიად ქართლის მკლავჭიდის ფედერაციის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ხვედელიძემ და ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ზვიად სულიკაშვილმა მონაწილეებს ჩემპიონატის წესები გააცნეს.

 

შეჯიბრი ჩატარდა სამ წონით კატეგორიაში (70კგ, 80კგ, 80+კგ) ყველა კატეგორიაში მარცხენა და მარჯვენა ხელზე და აფსოლუტ წონით კატეგორიაში გოგონებისთვის.

 

70კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ზურა მიქაბერიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ოთო ჯალიაშვილმა, მესამე ადგილი კი ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მიშველიძემ.

 

70კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მიშველიძემ, მეორე ადგილი დაიკავა არქიტექტურის სკოლის სტუდენტმა ლუკა მათიაშვილმა, მესამე ადგილი კი ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა საბა თვარაძემ.

 

80კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა მერაბ ბერიძემ.

 

80კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა მერაბ ბერიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მესამე ადგილი კი სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტმა დავით გიოშვილმა.

 

80+კგ მარცხენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ბექა ბერიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა დავით სუთიძემ, მესამე ადგილი კი ბიზნესის სკოლის სტუდენტმა მერაბ ბერიძემ.

 

80+კგ მარჯვენა მკლავის წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა ბექა ბერიძემ, მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა დავით დუმბაძემ, მესამე ადგილი კი არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტმა საბა ინასარიძემ.

 

გოგონებში პირველ ადგილზე გავიდა არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტი მარიამ ჯაველიძე, ხოლო მეორე ადგილი დაიკავა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ლიზი ტალახაძემ.

 

საპრიზო ადგილზე გასულებს გადაეცათ სერტიფიკატები, ასევე CU-ის ბრენდირებული საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა მონაწილეებმა აღმართეს გარდამავალი თასი.

 

მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლებს CU-ის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

 

ჩემპიონატის სპონსორი იყო Sandora Georgia.