კონკურსი აბიტურიენტებისთვის - ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში

22 თებერვალი 2024

21 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართა კონკურსი - "ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში".

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. აბიტურიენტებმა ელექტრონულად უპასუხეს შეკითხვებს სხვადასხვა სფეროებიდან: გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა, ტურიზმი და ა.შ. კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა.

 

ვორკშოპს უძღვებოდა ელენე კვირიკაშვილი, რომელიც გახლავთ მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამის ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მოგზაური და ირლანდიური სპორტული ჰაბის- "PUB 44"-ის დამფუძნებელი, მას, ასევე აქვს სასტუმრო ჰილტონის და რიქსოსის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ელენემ თავისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამების მნიშვნელობაზე, სასტუმროსა და გასტრონომიის როლზე ტურიზმის ინდუსტრიაში, მოგზაურის თვალით დანახულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე.

 

კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და CU-ის ბრენდირებული საჩუქრები.