CSB-ის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, იაშარ იბრაგიმოვის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

8 ივლისი 2024

5 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში,  ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, იაშარ იბრაგიმოვის სადისერტაციო ნაშრომის -  "Analysis of the Influence of Intrinsic Motivation on Employee Affective  Commitment During Digital Change. A Case Study from Natural Gaz Distribution Company in Georgia” საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო მაკა ბუღულაშვილი პროფესორი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • მაკა ბუღულაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნათია ზედგინიძე, პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

  

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, იაშარ იბრაგიმოვმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.