9, 10 და 11 ივლისს, კავკასიის მედიის სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციის სტუდენტებმა სამაგისტრო ნაშრომები დაიცვეს.
მაგისტრანტებმა სამაგისტრო ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე:
- "როგორ გავლენას ახდენს ინფლუენსერ მარკეტინგი და მისი განზომილებები Z თაობის ცნობიერებაზე, აღქმასა და ტანსაცმლის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე? (ქართული სამომხმარებლო ბაზრის კვლევა."
- "ემოციური მარკეტინგის გავლენა მომხმარებლის ქცევაზე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების შერჩევისას საქართველოში."
- ბრენდის არქეტიპის გავლენა ქართული ტექნიკის მაღაზიების მომხმარებლების ყიდვის გადაწყვეტილებაზე."
კომისიამ, აკადემიური პერსონალის და მოწვეული სპეციალისტების შემადგენლობით, მაგისტრანტების ნაშრომები დადებითად შეაფასა.