3 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგების სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ემსახურება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ტექნოლოგიების სკოლის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, რომლებმაც წარმოადგინეს ნაშრომები კიბერუსაფრთხოების, კრიპტოგრაფიის და კრიპტოვალუტის მიმართულებით. სტუდენტების ნამუშევრები გამოირჩეოდა თემატური მრავალფეროვნებით, კვლევის სიღრმითა და პრაქტიკული მნიშვნელობით.
კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ:
- პირველი ადგილი – ალბერტ პანიანი და გარრი მანუკოვი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტები.
- თემა: კრიპტოგრაფია, როგორც ხიდი კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკას შორის. თემა ეხება კრიპროგრაფიას, კერძოდ კი მის ალგორითმებს, როგორც ყველაზე მჭიდრო ხიდს მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს შორის.
- მეორე ადგილი – გიორგი ბურჯალიანი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის I კურსის სტუდენტი
- თემა: კრიპტოვალუტა - ფინანსური თავისუფლების წყარო. თემა ეხება კრიპტოვალუტის ტექნოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების კომპლექსურ ანალიზს, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების დეტალურ აღწერასთან ერთად.
- მესამე ადგილი – თენგიზ ილურიძე და ანზორ ბიგვავა კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა II კურსის სტუდენტები.
- თემა: Vulnerable cybersecurity in Georgia and possible improvements. The topic delves deep by highlighting all the places that Georgian virtual environment needs improvement in. Network security can be polished further and align its integrity next to developed European countries and provide secure, private and untampered data in the network of Georgia.
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ჩართულობაში და უსურვებს წარმატებას აკადემიური და პროფესიული განვითრების გზაზე.