CU კურსდამთავრებულები ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში

4 თებერვალი 2021

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულები და ლექტორები დაინიშნენ.

 

ვახტანგ ბაბუნაშვილი - ფინანსური დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია და დავით აბაშიძე - რისკების დირექტორის, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია.

 

ვახტანგ ბაბუნაშვილს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ვახტანგის კარიერა 2005 წელს საკონსულტაციო კომპანია ‘სინერჯი ჯგუფში’ დაიწყო. 2007 წლიდან მას არაერთი პოზიცია ეკავა ბანკი რესპუბლიკაში (ჯგუფი „სოსიეტე ჯენერალი“), თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკში ფინანსური მიმართულებით. 2020 წლის ივლისიდან ვახტანგი ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა ლიბერთი ბანკს. ვახტანგ ბაბუნაშვილი ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და 2007 წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში საბანკო და ფინანსური ინტიტუტების მენეჯმენტის მიმართულებით.

 

დავით აბაშიძეს ფინანსურ სექტორში მოღვაწეობის თითქმის 20 წლის გამოცდილება აქვს. ლიბერთი ბანკის გუნდთან შეერთებამდე იგი მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით ისეთ გლობალურ ბანკებში, როგორებიცაა Citigroup და Barclays, სადაც ეხმარებოდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს კაპიტალის მოზიდვაში, კორპორატიულ შერწყმა-შესყიდვებში და ინვესტიციების ანალიზში. დავითს 2006-2012 წლებში ეკავა ქართუ ბანკში ფინანსური რისკების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია. დავით აბაშიძე ფლობს INSEAD-ის MBA ხარისხს (France) და CFA აკრედიტაციას.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს ვახტანგს და დავითს და მათ წარმატებას უსურვებს!