კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგელები კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების საერთაშორისო პროექტის ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე

27 ივნისი 2025

23-24 ივნისს, ქალაქ თელავში, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა  - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) - ეროვნური სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა დიანა მჭედლიშვილმა, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერმა ნინო მახაურმა და აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ჩოკორაიამ.

 

ორდღიანი შეხვედრის მიზანი იყო მონაწილე ქართულ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება. ნინო მახაურმა წარადგინა კავკასიის ხუნივერსიტეტების კვლევის ეთიკის პოლიტიკის დოკუმენტი და კვლევის ეთიკის კომიტეტების სტრუქტურა და მუშაობის წესი, ხოლო დიანა მჭედლიშვილმა ეთიკის არსებული დოკუმენტები და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციები. თამარ ჩოკორაიამ მონაწილეობა მიიღო აკადემიური მხარდამჭერი სერვისებისა და კვლევის კეთილსინდისიერების სერვისების განვითარების გეგმის სამუშაო ჯგუფში და წარადგინა უნივერსიტეტში არსებული სერვისები კეთილსინდისიერების მიმართულებით.

 

მოკლედ პროექტის შესახებ

 

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

 

პროექტის კოორდინატორი

 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის
  • სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

2025 წელი.