პროფესორი რობერტ გუდვინ III კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანად დაინიშნა

1 ნოემბერი 2017

პროფესორი რობერტ გუდვინ III კავკასიის უნივერსიტეტის „ნიუ უესტმინსტერის კოლეჯის” დეკანის თანამდებობაზე, და ამავე დროს, კავკასიის უნივერსიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრად  დაინიშნა.

 

პროფესორი რობერტ გუდვინ III წარსულში, 2011-2017 წლებში, „ნიუ უესტმინისტერის კოლეჯის” (კანადა), მმართველთა საბჭოს წევრი და მისი პრეზიდენტი იყო. მისი პრეზიდენტობა 2017 წლის 1 ნოემბრამდე გაგრძელდა, როცა კოლეჯი კავკასიის უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. ასევე იყო „უნივერსიტეტების პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი 2015-2017 წლებში, 2017 წელს ამ თანამდებობაზე უფლებამოსილება გაუგრძელდა კიდევ სამი წლის ვადით.

 

2010 წელს პროფესორი გუდვინი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სრულ პროფესორად დაინიშნა. 2010 წელს გახდა კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (Honoris Causa). 1984 წელს გოლდენ გეითის უნივერსიტეტში მოიპოვა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, 1982 წელს მიიღო ეროვნული უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი. დამთავრებული აქვს  ჰარვარდის ბიზნესის სკოლის, იელის მენეჯმენტის სკოლის, ვანდერბილტ უნივერსიტეტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის, ლოს ანჟელესის (UCLA) და ტეხასის უნივერსიტეტის უმაღლეს აღმასრულებელთა საგანმანათლებლო პროგრამები.

 

2001 წელს, პროფესორმა გუდვინმა დაასრულა მოღვაწეობა სამხრეთ კაროლინის სამხედრო დეპარტამენტში გენერალ-მაიორის ჩინით. მას გავლილი აქვს პროფესიული სამხედრო განათლების კურსი ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, სამხედრო საქმისა და ომის კოლეჯში, საჯარისო კადრების კოლეჯში, საზღვაო ძალების და კადრების კოლეჯში, ინტერ-ამერიკულ თავდაცვის კოლეჯში და გაერთიანებული ერების ინსტიტუტში. ის არის მედლის კავალერი განსაკუთრებული თავდადებისთვის, არის პალმეტოს ორდენის კავალერი, პალმეტოს ჯვრისა და ქალაქ ლონდონის თავისუფლების სიგელის კავალერი.