კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია ირანში

24 თებერვალი 2017

ირანს 4 დღიანი ვიზიტით კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა. ვიზიტის მასპინძელი ედალატის უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი SITI 1 იყო, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტთან დიდი გეგმები აქვს ტურიზმის სკოლის მიმართულებით. შეხვედრების ოფიციალური ნაწილი იმართებოდა კვლევით ინსტიტუტში. აუდიენციის მიზანი თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივ პროექტზე მუშაობა იყო. ოფიციალური შეხვდრების დროს ედალატის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი  და კვლევითი ინსტიტუტის SITI 1-ის დირექტორი მალექზადე მუდმივად აღნიშნავდა, რომ კავკასიის უნივერისტეტსა და ედალატის უნივერსიტეტის შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერისტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის პროფესორმა თაკო ახალბედაშვილმა, რომელიც ამავდროულად ტურისტულ კომპანიას „ინტერკოს“ წარმოადგენს  წაიკითხეს ტრენინგი სახლეწოდებით „Smart Hotels and Hotel Management“. ტრენინგის ირანელმა მონაწილეება კავკასიის უნივერსიტეტის სპეიცალური სერტიფიკატებიც მიიღეს.

 

ტური ითვალსიწინებდა ასევე არაოფიციალურ ნაწილს. დელეგაციას გიდობას ფერეიდნელი ქართველი ამინ ნაგელიანი უწევდა.